logo
ENG



იურისტი: ჩოლოიანის ცუდად ყოფნა იმიტომ მოიმიზეზეს, რომ სასამართლო არ ყოფილიყო საჯარო

21 დეკ 201912:50
3 წუთის საკითხავი
 
nhm6dlfc6hw9hdw.jpg

იურისტები მარიანა ჩოლოიანის გუშინ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებენ. კადრში ჩანს, რომ ბრალდებული ქუჩაში საკუთარი ფეხით გადაადგილდება და არც ხელბორკილები ადევს. მათი განცხადებით, უწყებამ მისი ცუდად ყოფნის მიზეზი შესაძლოა იმიტომ დაგეგმა, რომ სასამართლო პროცესი არ ყოფილიყო საჯარო და მას მედია არ დასწრებოდა. 

„ჩვეულებრივი ავტომანქანით გადაადგილდება. აქ კიდევ ერთ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: რამდენად დართო თუნდაც მკურნალმა ექიმმა ის, რომ გადაადგილება მომხდარიყო ჩვეულებრივი პოლიციის ავტომანქანებით და არა სპეციალიზირებული ავტომანქანებით, ან რამდენად მიზანშეწონილი იყო თუნდაც პატიმრობის შეფარდების შემდეგ დაეტოვებინა საავადმყოფო ბრალდებულს და გადაეყვანათ, თუ ასეთი მძიმე მდგომარეობა იყო. სწორედ ეს აჩენს კითხვებს. ვინც ამ საქმეს კურირებს, უნდათ რომ შეძლებისდაგვარად იყოს მიმალული, რათა სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარებულიყო,“ - განაცხადა იურისტმა.


close დახურვა